Accessibility links

აშშ-ის მხარდაჭერით მოქმედმა ძალებმა "სრულად დაიბრუნეს" რაყა "ისლამური სახელმწიფოსგან"


აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი ძალები აცხადებენ, რომ ინტენსიური ბრძოლის შემდეგ მათ "სრული კონტროლი" დაამყარეს ქალაქ რაყაზე, რომელიც ექსტრემისტული ჯგუფის, "ისლამური სახელმწიფოს" ბასტიონს წარმოადგენდა სირიაში. ბოლო ბრძოლა ქალაქში დარჩენილ რამდენიმე ათეულ ექსტრემისტთან გაიმართა. "რაყაში სამხედრო ოპერაცია დასრულდა და ამჟამად მიმდინარეობს შემოწმების სამუშაოები, რათა აღმოჩენილ იქნეს ექსტრემისტების ამ ეტაპზე პასიური უჯრედები და გაუვნებელყოფილ იქნეს ნაღმები" - განაცხადა სამხედრო ძალების პრესმდივანმა, ტალალ სელომ 17 ოქტომბერს. მან დასძინა, რომ მალე ოფიციალურად გამოცხადდება ქალაქის გათავისუფლების შესახებ - მას შემდეგ, რაც ქურთთა ხელმძღანელობით მოქმედმა კოალიციამ ქალაქში დაიკავა ექსტრემისტების გამაგრების ბოლო ადგილები, მათ შორის მთავარი საავადმყოფო და სტადიონი. ბრიტანეთში განთავსებული ადამიანის უფლებების სირიის ობსერვატორია ადასტურებს, რომ "ისლამური სახელმწიფო" სრულიად განდევნილია რაყიდან. ამ ქალაქის დაკარგვა - რომელსაც ექსტრემისტები თვითგამოცხადებული "სახალიფოს" დედაქალაქად მოიხსენიებდნენ - მორიგ მძლავრ დარტყმას აყენებს "ისლამურ სახელმწიფოს", რომელმაც 2014 წელს ჩრდილოეთ სირიის და ერაყის მნიშვნელოვანი ტერიტორიები დაიკავა, თუმცა ბოლო ორი წელიწადია ორივე ქვეყანაში კარგავს პოზიციებს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG