Accessibility links

ავღანეთში 35 ადამიანი დაიღუპა პოლიციელებსა და სამხედროებზე ორი თავდასხმის შედეგად


ავღანეთი, 2017 წლის 17 ოქტომბერი: უშიშროების ძალების წევრები თვალს ადევნებენ ვითარებას პაქტიის პროვინციის დედაქალაქ გარდეზში, პოლიციის კომპლექსზე ექსტრემისტების თავდასხმისას

ავღანელი ოფიციალური პირების განცხადებით, სულ ცოტა, 35 ადამიანი დაიღუპა მთავრობის ძალებზე ორი თავდასხმის შედეგად. თალიბანმა აიღო პასუხისმგებლობა 17 ოქტომბრის იერიშზე, რომელიც მოეწყო პაკისტანის საზღვრის მახლობლად, სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ გარდეზში. პოლიციის კომპლექსზე თავდასხმისას დაიღუპა, სულ ცოტა, 20 და დაიჭრა 100-ზე მეტი ადამიანი. ხოლო მეზობელ ღაზნის პროვინციაში უშიშროების ძალების 15 წევრი დაიღუპა და 12 დაიჭრა თავდასხმისას, რომელშიც ასევე თალიბანს ადანაშაულებენ. გარდეზის შემთხვევაში, ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ორმა თვითმკვლელმა თავდამსხმელმა ააფეთქა დანაღმული ავტომანქანები პაქტიის პოლიციის შტაბ-ბინასთან და მასთან მდებარე საწვრთნელ ცენტრთან, რასაც მოჰყვა ამ ობიექტებზე შეიარაღებული პირების თავდასხმა. სამინისტროს ინფორმაციით, ბრძოლა, რომლის დროსაც ხუთივე შეიარაღებული პირი მოკლეს, რამდენიმე საათი გაგრძელდა. ხოლო ღაზნის პროვინციაში, ოფიციალური პირების თქმით, თალიბმა ექსტრემისტებმა ავტომანქანა ააფეთქეს უშიშროების ძალების შენობასთან ანდარის რაიონში, რასაც მოჰყა შენობაში შეიარაღებული პირების შეჭრა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG