Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აღმოსავლეთ უკრაინაში ორი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე მოკლეს


უკრაინელი სამხედროების ცნობით, აღმოსავლეთ უკრაინაში ორი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა სეპარატისტების მხრიდან ზავის რამდენჯერმე დარღვევისას. ერთი დაიღუპა სეპარატისტების მიერ გაკონტროლებული ტერიტორიიდან ცეცხლის გახსნის შედეგად, ხოლო მეორე - ნაღმზე აფეთქდა. უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელთა განცხადებით, ორივე ინციდენტი 16 ოქტომბერს, დონეცკის ოლქში მოხდა. ამავე წყაროს თანახმად, განვლილი დღე-ღამის განმავლობაში სეპარატისტებმა 36-ჯერ დაარღვიეს შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. სეპარატისტებს არ გაუკეთებიათ განცხადება ამ თემაზე. აღმოსავლეთ უკრაინაში უკვე 10 ათასზე მეტი ადამიანია დაღუპული მას შემდეგ, რაც 2014 წლის აპრილში დაიწყო ბრძოლა კიევის ჯარებსა და რუსეთის მხარდაჭერით მოქმედ სეპარატისტებს შორის. 2014 წლის სექტემბერსა და 2015 წლის თებერვალში მინსკში გაფორმებული შეთანხმებების ფარგლებში მოილაპარაკეს ზავზეც, მაგრამ ის ბევრჯერ იქნა დარღვეული.

XS
SM
MD
LG