Accessibility links

კატალონიაში ათასობით ადამიანმა გააპროტესტა სეპარატისტების ლიდერთა დაკავება


კატალონიის ეროვნული ასამბლეის (ANC) პრეზიდენტი ჟორდი სანჩესი (მარჯვნივ) და კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრე ასოციაცია "ომნიუმ კულტურალის" პრეზიდენტი, ჟორდი კუიშარი

კატალონიაში ათასობით ადამიანი შეიკრიბა საპროტესტო აქციებზე მას შემდეგ, რაც მადრიდში სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება სეპარატისტების ორი ლიდერის დაკავების თაობაზე. მათი დაკავება მოჰყვა ესპანეთისაგან კატალონიის გამოყოფაზე 1 ოქტომბერს ჩატარებულ რეფერენდუმს, რომელსაც მადრიდი უკანონოდ მიიჩნევს. რეფერენდუმში მონაწილეთა 90% რეგიონის დამოუკიდებლობას მიემხრო. 17 ოქტომბერს, შუადღეს, ბარსელონასა და სხვა ქალაქებში ათასობით ადამიანმა ცოტა ხნით მიატოვა სამუშაო ადგილები, რათა გაეპროტესტებინა მადრიდის სასამართლოს 16 ოქტომბრის გადაწყვეტილება, გამოძიების მსვლელობაში, სეპარატისტების ლიდერების ჟორდი კუიშარისა და ჟორდი სანჩესის წინასწარ პატიმრობაში დატოვების შესახებ. იუწყებიან ასევე, რომ 17 ოქტომბერს ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ უკანონოდ სცნო კატალონიის მთავრობის მიერ 6 სექტემბერს მიღებული კანონი, რომლის საფუძველზეც ჩატარდა 1 ოქტომბრის რეფერენდუმი. ესპანეთის ცენტრალურ ხელისუფლებას კატალონიის ლიდერის, კარლეს პუჩდემონისათვის, მიცემული აქვს ვადა 19 ოქტომბრამდე, შეცვალოს გადაწყვეტილება ესპანეთიდან რეგიონის გასვლის შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მადრიდი იმუქრება კატალონიისათვის ავტონომიის სტატუსის გაუქმებით.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG