პაკისტანისა და ავღანეთის სასაზღვრო რეგიონში ზედიზედ მეორე დღეს განხორციელდა სარაკეტო თავდასხმები, რომელთა შედეგადაც მოკლეს, სულ ცოტა, 11 თალიბი მებრძოლი, მათ შორის მაღალი რანგის საველე მეთაურები. თავდასხმები, სავარაუდოდ, აშშ-ის უპილოტო საფრენი აპარატებით მოეწყო. წინა დღეს ასეთივე დარტყმების შედეგად დაიღუპა 20 ექსტრემისტი. თალიბანის წყაროების თანახმად, დრონების თავდასხმებმა შეიწირა „ჰაყანის“ ქსელის 24 წევრი. თალიბების მოკავშირე ექსტრემისტების ჯგუფი „ჰაყანი“ პაკისტანშია დაფუძნებული.