Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლომ გააგრძელა კირილ სერებრენიკოვის შინაპატიმრობის ვადა


რეჟისორი კირილ სერებრენიკოვი სასამართლოს სხდომაზე
რეჟისორი კირილ სერებრენიკოვი სასამართლოს სხდომაზე

მოსკოვის სასამართლოს გადაწყვეტილებით, 19 იანვრამდე გაგრძელდა ცნობილი რეჟისორის, კირილ სერებრენიკოვის შინაპატიმრობის ვადა. ის წელს აგვისტოში დააკავეს თაღლითობის ბრალდების საფუძველზე, რასაც მწვავე კრიტიკა მოჰყვა რუსეთშიც და უცხოეთშიც. 47 წლის სერებრენიკოვი, რომელიც მოსკოვის სახელგანთქმულ გოგოლის თეატრს ხელმძღვანელობს, აბსურდულს უწოდებს ბრალდებებს, რომ მილიონამდე დოლარის შესატყვისი თანხა გაფლანგა სახელმწიფოსაგან მიღებული დაფინანსებიდან. პროკურორებმა მისი შინაპატიმრობის გახანგრძლივება მოითხოვეს, რადგან ვარაუდობენ, რომ რეჟისორი რუსეთიდან გაქცევას შეეცდება. ბასმანნის საოლქო სასამართლოსთან 17 ოქტომბერს, როცა დაკმაყოფილებულ იქნა პროკურატურის შუამდგომლობა, ათობით ადამიანმა გააპროტესტა ეს გადაწყვეტილება.

XS
SM
MD
LG