Accessibility links

ქსენია სობჩაკი აპირებს რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე თავისი კანდიდატურის წამოყენებას


ცნობილმა რუსმა ტელეწამყვანმა ქსენია სობჩაკმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ აპირებს საკუთარი კანდიდატურის წამოყენებას 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე. სობჩაკის განმარტებით, ის უკვე ხუთი წელია, ოპოზიციონერებთან და „ათიათასობით სხვა ადამიანთან“ ერთად გამოდის მიტინგებზე და მოითხოვს ცვლილებებს, არადა ცვლვილებები არ ხორციელდება. მოსალოდნელია, რომ რუსეთში 2018 წლის მარტის არჩევნებში კვლავ გაიმარჯვებს მოქმედი პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი. ქსენია სობჩაკმა, რომლის მამაც, ანატოლი სობჩაკი, 1991-96 წლებში სანქტ-პეტერბურგის მერი იყო და პუტინთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა, 18 ოქტომბერს ინტერნეტში გაავრცელა მოკლე ვიდეომიმართვა, რომ აპირებს საკუთარი კანდიდატურის წამოყენებას. ქურდები და კორუმპირებულები კვლავაც ცრუობენ, ძალაუფლების მქონენი - კვლავაც იპარავენო, ამბობს 36 წლის ჟურნალისტი. ის განმარტავს, რომ სურს ამომრჩევლებს დაუბრუნოს „ყველას წინააღმდეგ“ ხმის მიცემის შესაძლებლობა. „ქსენია სობჩაკი - კანხდიდატი ყველას წინააღმდეგ“, ამბობს ტელეწამყვანი, რომელიც რუსეთის ბომონდის ერთ-ერთ ცნობილ წარმომადგენლად ითვლება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG