Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ მიესალმა სირიაში „ისლამური სახელმწიფოსთვის“ მთავარი საყრდენის გამოცლას


სირიის დემოკრატიული ძალების წარმომადგენლები ქალაქ რაქის საავადმყოფოს ნანგრევებთან, 2017 წლის 17 ოქტომბერი
სირიის დემოკრატიული ძალების წარმომადგენლები ქალაქ რაქის საავადმყოფოს ნანგრევებთან, 2017 წლის 17 ოქტომბერი

თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ სირიაში ექსტრემისტული დაჯგუფების, „ისლამური სახელმწიფოს“ ბოლო, მსხვილი საყრდენის, ქალაქ რაქის გათავისუფლება იქნება ახალი ეტაპის დასაწყისი სირიაში ხანგრძლივი კონფლიქტის დასაძლევად. თეთრი სახლის წარმომადგენლის, სარა სანდერსის განცხადებით, ერაყის ქალაქ მოსულის და სირიის ქალაქ რაქის გათავისუფლება ცხადყოფს, რომ ექსტრემისტების მიერ გამოცხადებული ხალიფატი ინგრევა. აშშ-ის მოკავშირე „სირიის დემოკრატიული ძალების“ წარმომადგენლებმა 18 ოქტომბერს განაცხადეს, რომ რაქიდან განდევნეს რადიკალური დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ და დაიწყეს დაცარიელებული ქალაქის ნაღმებისგან გაწმენდა.

XS
SM
MD
LG