Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კატალონიის ავტონომიის ლიდერმა მადრიდის მოთხოვნა უარყო


კატალონიის რეგიონული მთავრობის მეთაური, კარლეს პუჩდემონი
კატალონიის რეგიონული მთავრობის მეთაური, კარლეს პუჩდემონი

კატალონიის ავტონომიური ოლქის მთავრობის მეთაურმა, კარლეს პუჩდემონმა უარი თქვა შეესრულებინა მადრიდის ულტიმატუმი, რომლის თანახმად, 19 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 10 საათამდე უარი უნდა ეთქვა კატალონიის დამოუკიდებლობის გამოცხადებაზე. კარლეს პუჩდემონის თქმით, კატალონიის პარლამენტი დამოუკიდებლობას ოფიციალურად გამოაცხადებს, თუ ესპანეთის მთავრობა მოლაპარაკებებს არ დათანხმდება. საპასუხოდ, ესპანეთის პრემიერ-მინისტრის მარიანო რახოის კანცელარიამ 19 ოქტომბერს განაცხადა, რომ ამოქმედდება კონსტიტუციის 155-ე მუხლი, რომელიც ითვალისწინებს კატალონიისთვის ავტონომიის სტატუსის ჩამორთმევას და რეგიონზე მადრიდის პირდაპირი მმართველობის დამყარებას. ამ საკითხს ესპანეთის მთავრობა 21 ოქტომბერს დანიშნულ სხდომაზე განიხილავს.

XS
SM
MD
LG