Accessibility links

აქციების ფონზე, უკრაინის პარლამენტი აპირებს დეპუტატებს იმუნიტეტი მოუხსნას


უკრაინის პარლამენტი აპირებს ცვლილებები შეიტანოს დეპუტატების სამართლებრივი იმუნიტეტის განსაზღვრებაში და საარჩევნო კანონმდებლობაში. ბოლო დღეებში პარლამენტის შენობასთან იმართება ოპოზიციური პარტიების საპროტესტო დემონსტრაციები, ათასობით მოქალაქის მონაწილეობით. აქციებზე პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსგან მოითხოვენ ანტიკორუფციული რეფორმების გატარებას ან, წინააღმდეგ შემთხვევაში გადადგომას. მიუხედავად იმისა, რომ ორივე მხრიდან ისმის მოწოდებები მშვიდობიანი პროტესტისკენ, პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დროდადრო ხდება შეტაკებები. დემონსტრანტებმა პარლამენტის შენობის წინ კარვები გაშალეს. იუწყებიან, რომ 18 ოქტომბერს დააკავეს სულ მცირე 10 მოქალაქე, პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა დემონსტრანტების დასაშლელად.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG