Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტმა ხელი მოაწერა საკონსტიტუციო ცვლილებებს


საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ხელი მოაწერა ქვეყნის კონსტიტუციაში განხორციელებულ ცვლილებებს, რის შესახებაც მან საგანგებო ბრიფინგზე გამოაცხადა. მიუხედავად ხელის მოწერისა, მარგველაშვილი ამბობს, რომ ის კვლავაც არ იზიარებს კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების ნაწილს. მარგველაშვილმა აქამდე ვეტო გამოიყენა საკონსტიტუციო ცვლილებების მიმართ, თუმცა მისი ვეტო პარლამენტმა 117 ხმით დაძლია.

XS
SM
MD
LG