Accessibility links

საქართველოში დაჭრეს მმართველი პარტიის კანდიდატი და კიდევ სამი პირი


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოთხი ადამიანი დაიჭრა სოფელ ყიზილაჯლოში "ქართული ოცნების" შტაბთან წუხელ მომხდარი თავდასხმის შედეგად. უწყების ცნობით, თავდასხმა უცნობმა პირმა განახორციელა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან. სროლის შედეგად დაჭრილია საქართველოს მმართველი პარტია, “ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი ჯეიხუნ ჩოვდაროვი, საკრებულოს მოქმედი დეპუტატი და მათთან ერთად მყოფი კიდევ ორი პირი. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ადგილზე წუხელვე ჩავიდა შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს. ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ცნობით ორ დაჭრილს უკვე ჩაუტარდათ ოპერაცია. ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG