Accessibility links

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება ყიზილაჯლოში მომხდარი თავდასხმის შესახებ


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

საქართველოს შსს-მ გაავრცელა ოფიციალური განცხადება მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში, პარტია „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბთან მომხდარი თავდასხმის შესახებ. სამინისტროს ინფორმაციით, 19 ოქტომბერს, გვიან ღამით, სოფელ ყიზილაჯლოში,„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაუდგენელმა პირმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა 4 პირი. შსს-ს ცნობითვე,დაჭრილები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა საავადმყოფოში და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას. მარნეულში ჩავიდა შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი, რომელიც პირადად გაეცნო გამოძიების დეტალებს და დაჭრილების ჯანმრთელობის მდგომარეობას. 19 ოქტომბერს, ღამით, მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ დაჭრილებს შორისაა “ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ჯეიხუნ ჩოვდაროვი.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG