Accessibility links

ევროკავშირის შიგნით უთანხმოებაა გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადის“ გარშემო


ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყნის ლიდერებმა 19 ოქტომბერს ბრიუსელის სამიტზე, კვლავ გამოთქვეს შეშფოთება გაზსადენის პროექტ „ჩრდილოეთ ნაკადის 2“ -ის მშენებლობის გამო, რომელიც ბალტიის ზღვის გავლით რუსეთის ბუნებრივ აირს პირდაპირ მიაწვდის გერმანიას. როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა განაცხადა, გერმანია, რომელიც „ჩრდილოეთ ნაკადით“ წელიწადში 55 მილიარდ კუბურ გაზს მიიღებს, აცხადებს, რომ ბრიუსელი არ უნდა ჩაერიოს ამ პროექტის მშენებლობაში. პოლონეთის, ლიტვის, დანიისა და ლატვიის ლიდერთა შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ გაზსადენი კიდევ უფრო გაზრდის ევროპის ქვეყნების რუსეთზე ენერგოდამოკიდებულებას. თუმცა, გერმანია და ჩრდილოეთ ევროპის რამდენიმე ქვეყანა დაინტერსებულნი არიან უკრაინაზე გამავალი გაზსადენის ალტერნატიული პროექტით, რადგან რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დროს რამდენჯერმე მოხდა მათთვის გაზის მიწოდების შეჩერება. „ჩრდილოეთის ნაკადად“ წოდებული გაზსადენის მშენებლობას ბალტიის ზღვის ფსკერზე 2011 წლის ნოემბერში ჩაეყარა საფუძველი. გაზსადენით რუსეთის გაზი პირდაპირ, სატრანზიტო ქვეყნებზე გავლის გარეშე მიეწოდება დასავლეთ ევროპას.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG