Accessibility links

ჟურნალისტი ქსენია სობჩაკი კრემლთან შეთქმულებას უარყოფს


ქსენია სობჩაკმა 18 ოქტომბერს განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტად კენჭისყრას გეგმავს

ტელეწამყვანმა, ქსენია სობჩაკმა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტად კენჭისყრას აპირებს, უარყო ბრალდება, რომ კრემლთან შეთანხმებით მოქმედებს. ბრიტანულ გაზეთთან, „გარდიანთან“ ინტერვიუში სობჩაკმა განაცხადა, რომ ეს ბრალდება ხელისუფლების გეგმის ნაწილია და მიზნად ისახავს მის დისკრედიტაციას. ქსენია სობჩაკის თქმით, მას არ გააჩნია პოლიტიკური წონა და უფლება რაიმე პროგრამით წარსდგეს, თუმცა, პრეზიდენტად კენჭისყრა ერთ-ერთი შესაძლებლობაა გამოხატო უკმაყოფილება რუსეთის დღევანდელი ხელისუფლების მიმართ. მანამდე, ქსენია სობჩაკმა ტელეკომპანია „დოჟდს“ განუცხადა, რომ ვლადიმირ პუტინს აცნობა პრეზიდენტად კენჭისყრის განზრახვა, თუმცა, მისთვის კანდიდატურა არ შეუთანხმებია. ოპოზიციის მხარდამჭერებმა სობჩაკი დაადანაშაულეს კრემლთან შეთქმულებაში, რათა შეასუსტოს ოპოზიციონერი ლიდერის, ალექსეი ნავალნის პოზიციები. ამასთან, რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უკვე განაცხადა, რომ ნავალნი ნასამართლეობის გამო ვერ შეძლებს პრეზიდენტად კენჭისყრას.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG