Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინს არ აღელვებს ამერიკული სამხედრო ძალის ყოფნა ბალტიის რეგიონში


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დაადანაშაულა აშშ-ი და მისი მოკავშირები ბალტიისპირეთის მილიტარიზებაში. 19 ოქტომბერს სოჭიში, ვალდაის სადისკუსიო კლუბად ცნობილ საერთაშორისო ფორუმზე გამოსვლის დროს პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი სრულად არის ინფორმირებული აშშ-ისა და ნატოს სამხედრო ძალების განლაგებაზე ბალტიის ზღვის რეგიონში. „ყველაფერი კონტროლის ქვეშაა, ასე რომ, დაე, ივარჯიშონო“, - განაცხადა პუტინმა. ვაშინგტონმა და მისმა ნატოელმა მოკავშირეებმა მცირერიცხოვანი ქვედანაყოფები და სამხედრო ტექნიკა განათავსებს ბალტიისპირეთის ქვეყნებში, ასევე პოლონეთსა და რუმინეთში, მას შემდეგ, რაც ამ ქვეყნებმა დამატებითი უსაფრთხოების გარანტიები ითხოვეს რუსეთის მიერ უკრაინის ნახევარკუნძულ ყირიმის ანექსიის შემდეგ.

XS
SM
MD
LG