Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სებასტიან კურცს მთავრობის ფორმირება დაევალა


ავსტრიის პრეზიდენტმა ვან დერ ბელენმა მთავრობის ფორმირება დაავალა ავსტრიის კონსერვატიული სახალხო პარტიის ლიდერ, სებასტიან კურცს, რომელმაც გაიმარჯვა 15 ოქტომბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში. 20 ოქტომბერს ავსტრიის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოქვეყნა საბოლოო შედეგები, რომლის თანახმად ავსტრიის სახალხო პარტიამ არჩევნებზე ხმათა 31 %-ი მიიღო, სოციალ-დემოკრატებმა - 27, ხოლო სახალხო პარტიამ - 26 პროცენტი. კონსერვატიული პარტიის 31 წლის ლიდერმა უკვე განაცხადა, რომ თავდაპირველად შეხვდება ყველა საპარლამენტო პარტიის ლიდერს, ხოლო შემდეგ კი გამართავს მოლაპარაკებებს კოალიციის ფორმირებაზე. არჩევნების წინ სებასტიან კურცი ბევრს ლაპარაკობდა არალეგალური ემიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე. მოელიან, რომ სახალხო პარტია კოალიციას ჩამოაყალიბებს მემარჯვენე პოპულისტურ - ავსტრიის თავისუფლების პარტიასთან.

XS
SM
MD
LG