Accessibility links

ევროკავშირის ლიდერები უერთგულებენ ირანთან ბირთვულ შეთანხმებას


ევროკავშირის ლიდერებმა 19 ოქტომბერს კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ უერთგულებენ საეტაპო მნიშვნელობის ბირთვულ შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვას სანქციების მოხსნის სანაცვლოდ - მიუხედავად აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხრიდან წინააღმდეგობისა. ევროკავშირმა მიანიშნა, რომ იცნობს ტრამპის მიერ წამოჭრილ პრობლემურ საკითხებს - ტრამპმა კიდევ უფრო გაამკაცრა თეირანის კრიტიკა, მისი ბალისტიკური სარაკეტო პროგრამის და იმ როლის გამო, რომელსაც დასავლეთი ახლო აღმოსავლეთში დესტაბილიზაციის გამომწვევად მიიჩნევს. "ჩვენ სრულად ვუერთგულებთ ირანთან მიღწეული ბირთვული შეთანხმების მთლიან განხორციელებას, ყველა მხარის მიერ. ჩვენ ამ ხელშეკრულებას მივიჩნევთ უმნიშვნელოვანესად ევროკავშირის და რეგიონის უსაფრთხოების ინტერესებისთვის" - აცხადებს ფედერიკა მოგერინი, ევროკავშირის დიპლომატიური ლიდერი. მას შემდეგ, რაც ტრამპმა განაცხადა ამ 2015 წლის ხელშეკრულების მიმართ თავისი წინააღმდეგობის შესახებ და გასულ კვირაში უარი თქვა დაედასტურებინა ის, რომ ირანი ერთგულია ხელშეკრულების პირობების, ევროკავშირმა გაააქტიურა ხელშეკრულების გადარჩენის მცდელობები და 19 ოქტომბერს აშშ-ის კონგრესს მოუწოდა არ დაუშვას მისი დაშლა. 13 ოქტომბერს ტრამპმა კონგრესს სთხოვა გააძლიეროს ამ ხელშეკრულებასთან დაკავშირებული კანონი, რომლითაც შესაძლებელი იქნება თეირანზე დამატებითი ზეწოლის განხორციელება, სანქციების დაწესებისთვის ინდიკატორების გამოყოფით.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG