- ქურთთა ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებებით, ქირქუქი და ტუზი ათიათასობით ქურთმა დატოვა და ქურთისტანის ორ მთავარ ქალაქს, ერბილსა და სულაიმანიას, მიაშურა.
- გაერომ შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ მიღებული ცნობებით, ქურთ მოსახლეობას აიძულებენ დატოვოს საცხოვრებელი ადგილები, უნადგურებენ სახლებს და ბიზნესებს.