Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქაბულში, სულ ცოტა, 30 ადამიანი დაიღუპა შიიტურ მეჩეთში მოწყობილი აფეთქების შედეგად


ქაბული
ქაბული

ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,სულ ცოტა, 30 ადამიანი დაიღუპა და 45 დაიჭრა ქაბულის შიიტურ მეჩეთში მოწყობილი აფეთქების შედეგად. სამინისტროს თანახმად, აფეთქება თვითმკვლელმა თავდამსხმელმა მოაწყო, როცა მეჩეთში მლოცველები იკრიბებოდნენ. უშუალოდ თავდასხმის შემდეგ, მასზე პასუხისმგებლობა არავის აუღია, მაგრამ წარსულში მსგავს ძალადობაში თალიბები, ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფო“ და სხვა ექსტრემისტები ჰყავთ დადანაშაულებული. შიიტები ავღანეთში უმცირესობაში არიან და წელს მათ წინააღმდეგ რამდენიმე ტერაქტი მოეწყო. მეჩეთში აფეთქებამდე ერთი დღით ადრე 43 ჯარისკაცი დაიღუპა ყანდაარის პროვინციაში არმიის ბანაკზე თალიბების თავდასხმისას. ყანდაარი სამხრეთ ავღანეთში მდებარეობს.

XS
SM
MD
LG