Accessibility links

ნატო 2018 წლის ივლისში გამართავს მორიგ სამიტს


ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი

ნატო 2018 წლის 11-12 ივლისს გამართავს უმაღლესი დონის მორიგ შეხვედრას. ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, 20 ოქტომბერს გამოაცხადა, რომ სამიტი გაიმართება ალიანსის ახალ შტაბ-ბინაში, ბრიუსელის აეროპორტის მახლობლად. სტოლტენბერგის განმარტებით, შეხვედრა განამტკიცებს „ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკას შორის კავშირს, რომელსაც ეფუძნება (...) ალიანსი“. მისივე თქმით, გრძელდება მუშაობა 21-ე საუკუნის ამოცანებთან ალიანსის მისასადაგებლად. ნატოს ბოლო სამიტზე, რომელიც წელს მაისში გაიმართა, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააკრიტიკა ალიანსის წევრები, რომლებიც არ გამოჰყოფენ სამხედრო ხარჯებისთვის თავიანთი ბიუჯეტის საკმარისად დიდი ნაწილს. ნატოს უმაღლესი დონის მომავალი წლის შეხვედრის შესახებ სტოლტენბერგის განცხადების ფონია მზარდი შეშფოთება რუსეთის აგრესიული პოლიტიკით. ნატოს 4000-მდე ჯარისკაცი ჰყავს განთავსებული ბალტიის სახელმწიფოებსა და პოლონეთში ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე საფრთხეებისათვის თავის გასართმევად მას შემდეგ, რაც რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერას შეუდგა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG