Accessibility links

საარჩევნო უბნებზე დაიწყო ხმის მიცემის პროცედურა


8:00 საათზე დაიწყო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. საარჩევნო უბნები 07:00 საათზე გაიხსნა და ერთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა კენჭისყრის მოსამზადებელი პროცედურები. კენჭისყრა 20:00 საათამდე გაგრძელდება. დღეს მოქალაქეები აირჩევენ 64 საკრებულოს 2 058 წევრს და 64 მერს. ცესკოში რეგისტრირებულია 22 პოლიტიკური პარტია, ხუთი საარჩევნო ბლოკი და ერთი საინიციატივო ჯგუფი. საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ რეგისტრირებულია 200 საინიციატივო ჯგუფი. არჩევნებისათვის რეგისტრირებულია მერობის 369 კანდიდატი, მათ შორის 13 თბილისში. რეგისტრირებული მაჟორიტარი კანდიდატების რაოდენობა 4 727-ს შეადგენს. პარტიული სიების მიხედვით საკრებულოს წევრობის კანდიდატების რაოდენობა 12 902-ია. არჩევნებს მოემსახურება 3 644 საარჩევნო უბანი.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG