Accessibility links

ცესკოს სპიკერის განცხადებით, ხმის მიცემის პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს


თბილისის N1 ოლქის N20 საარჩევნო უბანი

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ყველა საარჩევნო უბანი დილის 8 საათიდან გაიხსნა. უბნების გახსნიდან ნახევარ საათში ცესკოში გამართულ პირველ საინფორმაციო ბრიფინგზე კომისიის სპიკერმა, ანა მიქელაძემ განაცხადა, რომ ხმის მიცემის პროცესი მშვიდ და ყველასთვის ხელმისაწვდომ გარემოში მიმდინარეობს. 21 ოქტომბერს საქართველოში ირჩევენ 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს სულ 2 058 წევრს და 64 თვითმმართველი ქალაქის და თვითმმართველი თემის მერებს. არჩევნებისთვის ცესკოში რეგისტრირებულია 22 პოლიტიკური პარტია, 5 საარჩევნო ბლოკი და ერთი საინიციატივო ჯგუფი, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ რეგისტრირებულია 200 საინიციატივო ჯგუფი. ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 440 123 ამომრჩეველია. ცესკოს ინფორმაციით, არჩევნებს აკვირდება საარჩევნო სუბიექტების 54 389 წარმომადგენელი და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების 20 641 და საერთაშორისო ორგანიზაციების 581 მეთვალყურე. საარჩევნო უბნები 20 საათზე დაიხურება და დაიწყება ხმის დათვლის პროცედურა.შემაჯამებელ ოქმებს ცესკო მიღებისთანავე ატვირთავს სპეციალურ ვებსაიტზე www.results.cec.gov.ge<http://

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG