Accessibility links

გიორგი მარგველაშვილი: დღეს ჩვენ ვაკეთებთ არჩევანს უკეთეს და უფრო ჩართულ თვითმმართველობაზე


გიორგი მარგველაშვილი მთაწმინდის საარჩევნო ოლქის მეექვსე საარჩევნო უბანზე

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა თვითმმართველობის არჩევნებში ხმა მისცა თბილისში, მთაწმინდის საარჩევნო ოლქის მეექვსე საარჩევნო უბანზე. პრეზიდენტმა ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდა. „თვითმმართველობის არჩევნებმა უნდა გადაწყვიტოს ჩვენი ყოველდღიური პრობლემები და საჭიროებები. დღეს ჩვენ ვაკეთებთ არჩევანს უკეთეს და უფრო ჩართულ თვითმმართველობაზე, სადაც ხალხს ექნება უფრო მეტი ხმა, ადგილობრივი თვითმმართველობა მოუსმენს მოქალაქეებს თავიანთ უბნებში, სოფლებში, ქალაქებში და აქედან გამომდინარე, შექმნის უკეთეს ყოფას და ყოველდღიურობას“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. მისივე თქმით, 21 ოქტომბერს არჩეულმა დეპუტატებმა და მერებმა უნდა შეძლონ და ემსახურონ საზოგადოებას და მოუსმინონ იმას, რაც უნდა ხალხს და რა გასაჭირიც არის ყოველდღიურ ყოფაში. „ჩემი ხმა და ის სამი ბიულეტენი, რომელიც მომცეს გამოვიყენე შემდეგნაირად, ამ სამივე ბიულეტენში სამი სხვადასხვა სუბიექტი შემოვხაზე. ეს იყო ჩემი არჩევანი", - განუცხადა ჟურნალისტებს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG