Accessibility links

პრემიერ-მინისტრის თქმით, მან ხმა მისცა თბილისს, სადაც ცხოვრება ყველას ეხალისება


გიორგი კვირიკაშვილი საბურთალოს საარჩევნო ოლქის 24-ე უბანზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თვითმმართველობის არჩევნებში ხმა მისცა თბილისში, საბურთალოს საარჩევნო ოლქის 24-ე უბანზე. პრემიერ-მინისტრის თქმით, მან ხმა მისცა თბილისს, სადაც ცხოვრება ყველას ეხალისება, მოწესრიგებულია ურბანული ტრანსპორტი, მწვანე ზონებია იმისათვის, რომ მოქალაქეებმა თავისუფლად ისუნთქონ, მოწესრიგებულია განათლების სისტემა, ძალიან მაღალია ეკონიმიკური დინამიკა და მეწარმეებს უხარიათ ბიზნესის წამოწყება. „მე ხმა მივეცი კიდევ უფრო უკეთეს თბილისს და დარწმუნებული ვარ, თბილისი ნამდვილად ასეთი იქნება“ - განუცხადა ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG