Accessibility links

საარჩევნო უბნებზე ცესკოს მიერ არააკრედიტებული პირები იმყოფებოდნენ


საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა, რომ ზოგიერთ საარჩევნო უბანზე გამოვლენილია გაყალბებული აკრედიტაციის გამოყენების ფაქტი. ცესკოს სპიკერის, ანა მიქელაძის ინფორმაციით, ქუთაისის რამდენიმე უბანზე ორგანიზაციის, „პრეს-მედიის“ სახელით მივიდა 10-მდე პირი, თუმცა, მათთვის ცესკოს ოფიციალურად არ გაუცია აკრედიტაციის მოწმობები. ანა მიქელაძის თქმით, ეს მოწმობები სავარაუდოდ, გაყალბებულია. „მოვუწოდებთ არჩევნებში მონაწილე ყველა მხარეს, თავი შეიკავონ მსგავსი ქმედებებისგან. ასეთი ფაქტების დაფიქსირების შემთხევაში, იქნება შესაბამისი რეაგირება“, - განაცხადა ცესკოს სპიკერმა, ანა მიქელაძემ. საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის ინფორმაციით, "პრეს-მედიის" წარმომადგენლები, რომლებიცქუთაისის 59-ე ოლქის 125-ე საარჩევნო უბანზე გაყალბებული მოწმობებით მივიდნენ, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები არიან. „ცესკოს ბაზაში გადამოწმების შედეგად ირკვევა, რომ ეს პირები არ არიან დამკვირვებლებად ოფიციალურად რეგისტრირებულები, შესაბამისად, აქვთ გაყალბებული მოწმობები და ამგვარად ცდილობენ საარჩევნო პროცესისთვის ხელისშეშლას“ - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე. მან პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდა, კანონის დაცვით იმოქმედონ, რათა არჩევნები მშვიდ გარემოში, მინიმალური დარღვევებით ჩატარდეს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG