Accessibility links

"ქართული ოცნება" კანონის დარღვევას უარყოფს


არჩილ თალაკვაძე

„ქართული ოცნების“ თბილისის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ უბნებზე ამომრჩევლის აღრიცხვის მიზანია საარჩევნო პროცესის მონიტორინგი, რაც კანონმდებლობას არ ეწინააღმდეგება. „ეს არის ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის საორგანიზაციო საქმიანობა. სიები არის ღია და ნებისმიერ აქტივისტს, მსურველს, შეუძლია აწარმოოს აღრიცხვა“ - განუცხადა ჟურნალისტებს არჩილ თალაკვაძემ. მისი თქმით, საარჩევნო პროცესი მშვიდად მიმდინარეობს და როგორც ჩანს, ოპოზიციური პარტიები თავის წარმომადგენლებს აძლევენ ინსტრუქციას, რომ რაც შეიძლება მეტი საჩივარი დაიწეროს თითოეულ უბანზე და ამ გზით ცდილობენ, რომ ამომრჩეველთა განწყობებზე მოახდინონ რაიმე ზეგავლენა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG