Accessibility links

"რუსთავი 2"-ის კორესპონდენტმა საარჩევნო უბანზე პოლიცია გამოიძახა


საარჩევნო უბანი ბათუმში

ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ბათუმელი კორესპონდენტი თეა ვაშალომიძე მმართველი პარტიის აქტივისტებს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლაში ადანაშაულებს. ჟურნალისტმა ინციდენტისას საპატრულო პოლიცია გამოიძახა: „ბათუმის მე-8 საჯარო სკოლაში განთავსებულ საარჩევნო უბანთან მიკროავტობუსებსა და მსუბუქ ავტომობილებში „ქართული ოცნების“ აქტივისტები იყვნენ სათადარიგო სიებით, რომლებშიც უბანზე მოსულ ამომრჩევლებს აღრიცხავდნენ. ამ ფაქტის გადაღებას ვცდილობდით, როდესაც აქტივისტები დაგვიპირისპირდნენ და სიტყვიერი შეურაცხყოფა მოგვაყენეს. ამის შემდეგ პოლიცია გამოვიძახეთ“- ამბობს თეა ვაშალომიძე. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ აღნიშნულ საქმეზე წინასწარი საგამოძიებო მოქმედებები.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG