Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

17 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 36,71% შეადგინა


საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 21 ოქტომბრის 17 საათისთვის, ქვეყნის მასშტაბით ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 36,71%. რეგიონებს შორის, 17 საათისთვის აქტივობა ყველაზე მაღალი, 53,4% იყო რაჭა-ლეჩხუმში და ყველაზე დაბალი, 31,5% შიდა ქართლში. საღამოს 5 საათისთვის თბილისში ხმა მისცა ამომრჩეველთა 34,7%-მა. ცესკოს ინფორმაციით, წინა, 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების დროს, 17 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 34,64% იყო.

XS
SM
MD
LG