Accessibility links

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი: არჩევნები შედგა


საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი

21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ განცხადება გაავრცელა საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა. „2017 წლის თვითმმართველობის არჩევნები შედგა, საერთო ჯამში არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, თუმცა იყო ბევრი ხარვეზი, რომელთა აღმოფხვრაც და გათვალისწინებაც ქართული დემოკრატიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“ - ნათქვამია განცხადებაში. პრეზიდენტმა მიულოცა თვითმმართველ ქალაქებსა და თემებში არჩეულ მერებს, პარტიებსა და მაჟორიტარ კანდიდატებს და წარმატებული საქმიანობა უსურვა. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, არჩევნებში მიღებული ხალხის მხარდაჭერა ხალხის პრობლემების მოგვარებაში უნდა გამოიხატოს. საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო მისიებს თვითმმართველობის არჩევნების მიმართ გამოჩენილი მაღალი ინტერესისა და კვალიფიციური მონიტორინგისთვის. „იმედს გამოვთქვამ, რომ არჩევნების მეორე ტურიც მშვიდ ვითარებაში ჩაივლის და ამომრჩევლის აქტივობაც მაღალი იქნება" - ნათქვამია პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებაში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG