Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ნაციონალური მოძრაობა" მეორე ტურში მონაწილეობის საკითხზე იმსჯელებს


„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დღეს, 23 ოქტომბერს გადაწყვეტს, მიიღებენ თუ არა მისი კანდიდატები მონაწილეობას თვითმმართველი ქალაქის და თემის მერების არჩევნების მეორე ტურში. პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომა 15 საათზეა დანიშნული. 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასწარი შედეგებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატების მონაწილეობით, მეორე ტური უნდა გაიმართოს თვითმმართველ ქალაქში, ქუთაისში და თვითმმართველ თემში, მარტვილში. 21 ოქტომბრის კენჭისყრის შედეგად, ქუთაისში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა, გიორგი ჭიღვარიამ მიიღო ხმების 48,66%, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ 27,03%. მარტვილში, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა, ალექსანდრე გრიგალავამ მიიღო ხმების 49,76%, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატმა, მამუკა დანელიამ 35,81%. მერის არჩევნებში, პირველსავე ტურში გასამარჯვებლად ხმების 50%-ზე მეტია საჭირო.

XS
SM
MD
LG