Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რექს ტილერსონი: ირანის მხარდაჭერილმა დანაყოფებმა უნდა დატოვონ ერაყი


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანახმად, ირანის მიერ მხარდაჭერილი მებრძოლები, რომლებიც ერაყს დაეხმარნენ ექსტრემისტული ორგანიზაცის „ისლამური სახელმწიფოს“ დამარცხებაში, - „სახლში უნდა წავიდნენ“ და მისცენ შესაძლებლობა ერაყელ ხალხს „წესრიგის დამყარებისა“. ამის შესახებრექს ტილეროსნმა 22 ოქტომბერს განაცხადა ყატარში, რომელიც სახელწმიფო მდივნის პირველი გაჩერებაა ახლო აღმოსავლეთის ტურნეს ფარგლებში. რიადიდან ტილერსონი ეწვევა პაკისტანსა და ინდოეთს. აშშ-ის სახელმწიფი მდივნის ვიზიტი ნაწილია აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ძალისხმევისა, რომელიც მიზნად ისახავს ახლო აღმოსავლეთსა და მის ფარგლებს გარეთ ირანის შეკავებას და იზოლაციას. ვაშინგტონი ასევე განაგრძობს საუდისა არაბეთისა და ერაყის საკოორდინაციო საბჭოზე ზეწოლას, რათა ეს ქვეყნები წინ აღუდგნენ ირანის გავლენას.

XS
SM
MD
LG