Accessibility links

კოსოვოში რამდენიმე ქალაქში გაიმართება ადგილობრივი არჩევნების მეორე ტური


წინასწარი შედეგების თანახმად, კოსოვოს რამდენიმე ქალაქში საჭირო გახდება თვითმმართველობის განმეორებითი ტურის არჩევნების ჩატარება გამარჯვებულის გამოსავლენად. ხმათა 90%-ის დათვლის შემდეგ, დედაქალაქ პრიშტინაში მოქმედმა მერმა, შპენდ აჰმედმა (თვითგამორკვევის პარტია) ამომრჩეველთა ხმების 43. 42 %-ი მიიღო, მისმა მეტოქემ, არბან არბაშიმ (კოსოვოს დემოკრატიულ ლიგა) – 35.51%-ი. განმეორებითი კენჭისყრა ჩატარდება ასევე 18 მუნიციპალიტეტში, მათ შორის პრიზრენში, მიტროვიცაში, ჯაკოვარსა და ჯილანში. კოსოვოში კვირას ჩატარებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, რომელსაც საეთაშორისო დამკვირვებლებმა თავისუფალი და კონკურენტუნარიანი უწოდეს, მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა დაახლოებით 44%-მა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG