Accessibility links

აშშ-ის დაზვერვა აფართოებს სპეცოპერაციას ექსტრემისტების წინააღმდეგ


გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსის“ თანახმად, აშშ-ის ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ (CIA) გააფართოვა საიდუმლო ოპერაციები, რომლებიც მიზნად ისახავს თალიბანის მებრძოლებზე ნადირობასა და მათ განადგურებას. გაზეთში გამოქვეყნებული ინფორმაცია ეყრდნობა აშშ-ის ხელისუფლების ორ ანონიმ მაღალი რანგის მოხელეს, რომელთა თანახმად, ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ ავღანეთში ადგილობრივი სპეცსამსახურების დასახმარებლად გადაისროლა გამოცდილი აგენტებისაგან და კერძო კონტრაქტორებისგან დაკომპლექტებული მცირერიცხოვანი ჯგუფი.ინფორმაციაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოში, სადაც ადრე ყურადღება კეთდებოდა ალ-ყაიდის განადგურებაზე, ხოლო თალიბანთან ბრძოლაში ამერიკელი მზვერავები მხოლოდ ავღანელი კოლეგების ინსტრუქტაჟით შემოიფარგლებოდნენ.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG