Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თავს დაესხნენ „ეხო მოსკვის“ წამყვანს


ტატიანა ფელგენგაუერი
ტატიანა ფელგენგაუერი

მოსკოვში თავს დაესხნენ რადიოსადგურის, „ეხო მოსკვის“ წამყვანს, ტატიანა ფელგენგაუერს. „ეხო მოსკვის“ მთავარი რედაქტორის, ალექსეი ვენედიკტოვის ინფორმაციით, რედაქციაში შეიჭრა მამაკაცი, რომელმაც ტატიანა ფელგენგაუერს ყელში დანა ჩაარტყა. ჟურნალისტი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, ტატიანა ფელგენგაუერის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ალექსეი ვენედიკტოვმა „ნოვაია გაზეტას“ უამბო, რომ უცნობმა მამაკაცმა შენობის დაცვის თანამშრომელს თხევადი გაზი შეასხურა და ასე შეძლო რედაქციაში შეღწევა. თავდამსხმელი დაცვის თანამშრომლებმა დააკავეს და პოლიციას გადასცეს. სააგენტო ინტერფაქსმა ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა, რომ წინასწარი მონაცემებით, ტატიანა ფელგენგაუერზე თავდასხმა პირადი მოტივითაა ჩადენილი და არ უკავშირდება ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობას. პირადი მოტივის ვერსიას არ იზიარებს ტატიანა ფელგენგაუერის კოლეგების ნაწილი.

XS
SM
MD
LG