Accessibility links

მოსკოვი ერაყელ ქურთებს ბაღდადთან მჭიდრო თანმშრომლობისაკენ მოუწოდებს


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ მოსკოვი პატივს სცემს ერაყელი ქურთების მისწრაფებას საკუთარი იდენტურობის გაძლიერებისაკენ, რაც უნდა მოხდეს ფედერალურ მთავრობასთან დიალოგის გზით. სერგეი ლავროვის ამ კომენტარის ფონია, მზარდი დაძაბულობა ბაღდადსა და ქურთებს შორის მას შემდეგ, რაც ავტონომიაში ჩატარდა დამოუკიდებლობის რეფერენდუმი. 23 ოქტომბერს მოსკოვში გაიმართა რუსეთისა და ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრების სერგეი ლავროვისა და იბრაჰიმ ალ-ჯააფარის შეხვედრა. ერთობლივ პრესკონფერენციაზე სერგი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი შეინარჩუნებს ეკონომიკურ კავშირებს ერაყელი ქურთების ავტონომიასთან, ისევე ქვეყნის ცენტრალურ ხელისუფლების შტოებთან.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG