Accessibility links

ფელგენგაუერზე თავდასხმის მოტივად გამოძიება „პირად სიძულვილს“ ასახელებს


რადიოსადგურ „ეხო მოსკვის“ თანამშრომელ ტატიანა ფელგენგაუერზე მომხდარი თავდასხმის შემდეგ, რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა განზრახ მკვლელობის მუხლით. შესაძლო მოტივადაც გამოძიება „პირად სიძულვილს“ ასახელებს. 23 ოქტომბერს რადიოსადგურის რედაქციაში შეიჭრა მამაკაცი, რომელმაც ტატიანა ფელგენგაუერს ყელში დანა ჩაარტყა. ჟურნალისტი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, ფელგენგაუერის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. თავდამსხმელი დაკავებულია, მიმდინარეობს მისი დაკითხვა. „ეხო მოსკვის“ მთავარმა რედაქტორმა, ალექსეი ვენედიქტოვმა მომხდარს „შეიარაღებული ბანდიტური თავდასხმა“ უწოდა. რუსეთის ჟურნალისტთა კავშირში ტატიანა ფელგენგაუერზე თავდასხმა შეაფასეს, როგორც "ხელის აღმართვა სიტყვის თავისუფლებაზე“.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG