Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მოულოდნელად ესტუმრა ავღანეთს


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი მოულოდნელად ესტუმრა აფხაზეთს, სადაც მოლაპარაკებები გამართა ქვეყნის პრეზიდენტთან და ხელისუფლების სხვა წევრებთან 16 წლიან ომში ვაშინგტონის ახალი სტრატეგიის თაობაზე. დახურულ კარს მიღმა მოლაპარაკებები 23 ოქტომბერს გაიმართა აშშ-ისა და ნატოს ბაგრამის საავიაციო ბაზაზე. „რა თქმა უნდა, ჩვენ განვაგრძობთ ბრძოლას თალიბანისა და სხვა დაჯგუფებების წინააღმდეგ, რომლებმაც უნდა იცოდნენ, რომ ისინი ვერასოდეს მიაღწევენ სამხედრო გამარჯვებას“, - განუცხადა ჟურნალისტებს რექს ტილერსონმა ავღანეთის პრეზიდენტ აშრაფ ღანისთან შეხვედრის დასრულების შემდეგ. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 21 აგვისტოს წარმოადგინა „ავღანეთსა და სამხრეთ აზიაში შეერთებული შტატების ახალი სტრატეგია“, რომლის მიზანია თალიბებთან ბრძოლაში საბოლოო გამარჯვების მოპოვება. ვაშინგტონის ცნობით ავღანეთში უკვე გაიგზავნა დამატებით 3000 ჯარისკაცი, რომლითაც გაძლიერდა იქ მყოფი 11 ათასკაციანი დაჯგუფება.

XS
SM
MD
LG