Accessibility links

სირიაში დაღუპული რუსი ოფიცრის ქვრივი თავდაცვის სამინისტროს უჩივის


სირიაში დაღუპული რუსი ოფიცრის სერგეი ბორდოვის ცოლი ჩივის, რომ სრულად ვერ მიიღო თავდაცვის სამინისტროსაგან დაპირებული ფულადი კომპენსაცია. ამის თაობაზე ჯარისკაცის ქვრივმა ვიტალინა ბორდოვამ უამბო სააგენტო როიტერსს. ქვრივის თანახმად, მას გადასცეს მხოლოდ 17 ათასი ამერიკული დოლარი, რაც ხუთჯერ ნაკლებია, ვიდრე მიიღეს დაღუპული მაიორის სხვა ნათესავებმა, პირველი ქორწინებიდან შვილმა და დედამ. გარდა ამისა, ბორდოვასათვის ასევე არ მიუციათ ბინა და არ დაუნიშნავთ პენსია, რაც დაღუპული ჯარისკაცის ქვრივთათვისაა დაწესებული. რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ ბორდოვა დარეგისტრირებულია ყოფილი ქმრის ოჯახში. სირიაში მაიორ ბორდოვის დაღუპვის თაობაზე 20 აპრილს გახდა ცნობილი. ერთი კვირის შემდეგ სამხედრო უწყებამ დაადასტურა ეს ცნობა. როიტერსის თანახმად, სირიაში ორი წლის განმავლობაში 80 რუსი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. რუსეთი ოფიციალურად მხოლოდ 30 ჯარისკაცის დაღუპვას ადასტურებს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG