Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაიკ პენსი გაფრთხილებას აძლევს ირანსა და ჰიზბოლას


აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა გაფრთხილება მისცა ირანსა და ლიბანის შიიტურ დაჯგუფება ჰიზბოლას, რომლებსაც ბრალი ედებათ 34 წლის წინ, 1983 წლის 23 ოქტომბერს, ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში ამერიკელ საზღვაო ქვეითებზე მომხდარ თავდასხმაში, რომლის შედეგად 241-ი ამერიკელი და 58-ი ფრანგი ჯარისკაცი დაიღუპა. ორშაბათს ვაშინგტონში ამ თარიღისადმი მიძღვნილ სიტყვაში, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ბეირუთში ამერიკელთა ყაზარმაზე მომხდარ თავდასხმას უწოდა „გლობალური ტერორიზმის“ აქტი, რომელიც დაჯგუფება ჰიზბოლამ ჩაიდინა ტერორიზმის მთავარი სპონსორი სახელმწიფოს დახმარებით. „აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ირანს მიანიშნა, რომ აღარ შეეგუება იმ მადესტაბილიზებელ საქმიანობასა და ტერორიზმის მხარდაჭერა, რასაც თეირანი რეგიონსა და მთელ მსოფლოში ეწევა“, - განაცხადა 23 ოქტომბერს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა და დასძინა, რომ დღევანდელი პრეზიდენტი გულ-ხელდაკრეფილი არ დაელოდება თეირანში მყოფი აიათოლების მიერ მსგავსი საშინელი თავდასხმების დაგეგმვას.

XS
SM
MD
LG