Accessibility links

ქსენია სობჩაკი ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებას ითხოვს


ცნობილმა რუსმა ტელეწამყვანმა, ქსენია სობჩაკმა, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტის არჩევნებში აპირებს მონაწილეობას, თავის პირველ ოფიციალურ პრესკონფერენციაზე რუსეთის ხელისუფლებას მოსთხოვა ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება. ჟურნალისტის თქმით, ზეწოლა, რომელიც მსჯავრდებულებზე ხორციელდება, ბევრად უფრო აღემატება მათთვის წაყენებულ სასჯელს. საკუთარი გუნდის წარდგენისას, ქსენია სობჩაკმა აღნიშნა, რომ მის საარჩევნო შტაბს უხელმძღვანელებს იგორ მალაშენკო, რომელიც 1996 წელს ბორის ელცინის საარჩევნო კამპანიას ხელმძღვანელობდა. ქსენია სობჩაკმა მადლობა გადაუხადა დამოუკიდებელი ორგანიზაცია „ღია რუსეთის“ დამფუძნებელ მიხაილ ხოდორკოვსკის, რომელმაც ცოტა ხნის წინ ყველა დემოკრატიულ ძალას მოუწოდა გაერთიანებისაკენ და გააფრთხილა, რომ არ დაუშვან არჩევნების ბოიკოტი. ქსენია სობჩაკმა 18 ოქტომბერს გამოაცხადა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის გადაწვეტილება. მანამდე მედიაში გაჩნდა ცნობა, რომ ტელეწამყვანი პრეზიდენტის პოსტზე კენჭისყრაში მონაწილეობას დათანხმდა ვლადიმირ პუტინის ადმინისტრაციის თანხმობით. ამ ინფორმაციას უარყოფენ როგორც კრემლი, ისე თავად ქსენია სობჩაკი.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG