Accessibility links

„ქალთა მოძრაობა“ სექსუალური შევიწროების აკრძალვას მოითხოვს


"ქალთა მოძრაობამ” საქართველოს პარლამენტში შეიტანა პეტიცია 1000 ხელმოწერით და კიდევ ერთხელ მოითხოვა, რომ კანონმდებლობით აიკრძალოს სექსუალური შევიწროება.ხელმოწერები ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ფეისბუკით შეგროვდა. „ქალთა მოძრაობის“ განცხადებით, საქართველოში სექსუალური შევიწროება კანონით არ ისჯება და არც დისკრიმინაციად ითვლება. მოძრაობის წარმომადგენელთა ინფორმაციით, პარლამენტს დღემდე არ განუხილავს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მომზადებული კანონპროექტები. პეტიციის ხელმომწერები მოითხოვენ, რომ პარლამენტმა დაუყოვნებლივ მიიღოს საკანონმდებლო ცვლილებები შრომისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში, რათა სექსუალური შევიწროება აიკრძალოს როგორც დასაქმების ადგილზე, ისე საჯარო სივრცეში. როგორც „ქალთა მოძრაობა“ აღნიშნავს, საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, სექსუალური შევიწროება არის არასასურველი, სექსუალური შინაარსის მქონე ნებისმიერი ქმედება თუ გამონათქვამი.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG