Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის გენერალური პროკურორის თქმით, სააკაშვილის მომხრეები გადატრიალებას ამზადებენ


უკრაინის გენერალური პროკურორის, იური ლუცენკოს, თქმით საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მომხრეები, რომლებსაც ოდესის ოლქის ადმინისტრაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა თავის დროზე ბინადრობის უფლება გააფორმებინა, - უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალებას ამზადებდნენ. ინტერნეტგამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ ცნობით აღნიშნული განცხადება იური ლუცენკომ გააკეთა 24 ოქტომბერს, კიევში მიმდინარე რეგიონული განვითარების საბჭოს სხდომაზე. უკრაინის გენერალური პროკურორის თქმით, სააკაშვილის მომხრე საქართველოს 20 მოქალაქე, ოდესის ოლქის ადმინისტრაციის კუთვნილი ავტომობილებით, გადაადგილდება მთელი უკრაინის მასშტაბით და ამზადებს გადატრიალებას. „სააკაშვილმა სახელმწიფო დააყენა გამოწვევის წინაშე და პასუხს მას სამართალდამცველები გასცემენ“, - განაცხადა უკრაინის გენერალურმა პროკურორმა. მანამდე ოპოზიციური პარტია „ახალი ძალების რუხის“ ლიდერმა, მიხეილ სააკაშვილმა, განაცხადა, რომ უკრაინაში იტაცებენ მასთან დაკავშირებულ ქართველებს. უკრაინაში ცხოვრების უფლების მქონე სამი ქართველის უკანონო მოტაცებისა და დეპორტაციის საქმეზე,23 ოქტომბერს სააკაშვილმა განცხადებით მიმართა უკრაინის გენერალურ პროკურორს. ორშაბათსვე ცნობილი გახდა, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ქვეყანაში სამი წლით ააუკრძალა შესვლა საქართველოს პარლამენტის წევრ, კობა ნაყოფიას, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთ ყველაზე უფრო დაახლოებულ ბიზნესმენად ითვლება.

XS
SM
MD
LG