Accessibility links

გალში 50-ე შეხვედრა დაიწყო


თბილისის დელეგაციის წევრები ოკუპირებულ გალში ენგურის ხიდის გავლით, საერთაშორისო ორგანიზაციების ავტომანქანებით ჩადიან

ოკუპირებულ გალში მიმდინარეობს ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების 50-ე შეხვედრა. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, კახაბერ ქემოკლიძემ ოკუპირებულ აფხაზეთში გამგზავრებამდე, ენგურის ხიდთან მყოფ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დღევანდელ შეხვედრაზე კვლავ მოითხოვენ, რომ აფხაზურმა მხარემ დააკავოს 2016 წლის მაისში, ადმინისტრაციულ საზღვართან, გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებული რაშიდ კანჯიოღლი და დრანდის საპატიმროდან გაათავისუფლოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მცხოვრებნი, მამა-შვილი, არჩიკო და პაატა როგავები და მანუჩარ წუშბაია. საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით, როგავები 2017 წლის აპრილში, წუშბაია კი აგვისტოში დააკავეს. კახაბერ ქემოკლიძის განცხადებით, გალის შეხვედრაზე განიხილავენ ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრები მოსწავლეებისთვის განათლების ქართულ ენაზე მიღების შეზღუდვის და ე.წ. საზღვრის გავლების პრობლემებსაც. ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმში ქართული, აფხაზური და რუსული მხარეების გარდა ჩართულნი არიან ევროკავშირი, ეუთო და გაერო.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG