Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში გაიმართება რუსეთისა და გერმანიის პრეზიდენტების შეხვედრა


ვლადიმირ პუტინი და ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი
ვლადიმირ პუტინი და ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი

25 ოქტომბერს, მოსკოვში გაიმართება რუსეთისა და გერმანიის პრეზიდენტების, ვლადიმირ პუტინისა და ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის შეხვედრა. მოსკოვში გამგზავრების წინ, გაზეთ „კომერსანტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში შტაინმაიერმა განაცხადა, რომ გერმანიასა და რუსეთს შორის არსებული პრობლემების მისაგვარებლად საჭიროა ღიად საუბარი უთანხმოებებზე, რომელთა შორისაა ყირიმის ანექსია, კონფლიქტი უკრაინის აღმოსავლეთში და ევროპაში რუსეთის არაპროგნოზირებადი ქმედებები. „თავს უფლებას ვერ მივცემთ, რომ ერთმანეთს არ ველაპარაკოთ, რადგან ჩვენი ხალხების წინაშე ვალდებულნი ვართ წინააღმდეგობა გავუწიოთ გერმანელებისა და რუსების შემდგომ გაუცხოებას“ - განაცხადა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა. გერმანიის პრეზიდენტმა უთანხმოების მიზეზებს შორის ასევე, დაასახელა რუსეთში არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობისთვის სივრცის სულ უფრო დავიწროება და შემოქმედებითი თავისუფლების შეზღუდვა. მოსკოვში ვიზიტისას ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი შეხვდება უფლებადამცველი ორგანიზაციის, „მემორიალის“ წარმომადგენლებს და ყოფილი საბჭოთა კავშირის პრეზიდენტს, მიხაილ გორბაჩოვს.

XS
SM
MD
LG