Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლომ გადაწყვეტილება თამაზ მეჭიაურის სასარგებლოდ მიიღო


თამაზ მეჭიაური
თამაზ მეჭიაური

მცხეთის სასამართლომ გააუქმა თიანეთის საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, 21 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე ბათილად მიჩნეული 5 ბიულეტენი ხელახლა დათვალა და ხმები მიაკუთვნა „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს, ლელა ქიტესაშვილს. საოლქო საარჩევნო კომისიის ამ გადაწყვეტილების შედეგად, ლელა ქიტესაშვილმა 50%-იანი ბარიერი გადალახა, 3081 ხმა დააგროვა და 4 ხმით მოუგო საარჩევნო სუბიექტის. „თამაზ მეჭიაური - ერთიანი საქართველოსთვის“ მერობის კანდიდატს, თამაზ მეჭიაურს. თავის მხრივ, თამაზ მეჭიაურმა თიანეთის საოლქო საარჩევნო კომისიას უჩივლა მცხეთის რაიონულ სასამართლოში, რომელმაც დღეს, 25 ოქტომბერს გააუქმა კომისიის გადაწყვეტილება ბათილი ბიულეტენების ხელახლა დათვლის და აღდგენის შესახებ. სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, თამაზ მეჭიაურს ლელა ქიტესაშვილზე ერთით მეტი ხმა აქვს.

XS
SM
MD
LG