Accessibility links

ავღანეთში უსაფრთხოების 9 მებრძოლი დაიღუპა ექსტრემისტების თავდასხმის შედეგად


ავღანეთის ხელისუფლების ცნობით, 9 ჯარისკაცი დაიღუპა და კიდევ ოთხი დაიჭრა ექსტრემისტული ძალების მიერ განხორციელებული თავდასხმის შესახებ ფარაჰის პროვინციაში მდებარე უსაფრთხოების საგუშაგოზე. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა თალიბანმა აიღო. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელია ინფორმაციით, სროლა სამი საათის განმავლობაში გრძელდებოდა. ავღანეთის არმიამ შემთხვევის ადგილზე საგუშაგოს დასახმარებლად გაგზავნა შვეულმფრენები, რომლებმაც 17 თალიბი მებრძოლი გაანადგურეს. თავდასხმის ფონია, ავღანეთის ხელისუფლების განცხადება, რომ აშშ-ისა და სხვა მოკავშირეების დახმარებით აპირებს გადამწყვეტ ბრძოლას ექსტრემისტების წინააღმდეგ.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG