Accessibility links

ევროსაბჭო აზერბაიჯანს ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის გათავისუფლებისაკენ მოუწოდებს


ევროსაბჭომ მოუწოდა აზერბაიჯანს ხელისუფლებას, რომ იგი გადადგამს უპრეცედენტო ნაბიჯი ბაქოს მიმართ, თუ თვის ბოლომდე ციხიდან არ გაათავისუფლებს ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერ ილგარ მამადოვს, რომელიც არეულობის ორგანიზების ბრალდებით 2013 წლის თებერვალში დააპატიმრეს. სასამართლომ მამადოვს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ადამიანის უფლებათა ევროპის სასამრთლომ 2014 წელს მამადოვის მიმართ გამოტანილ განაჩენს უწოდა ადამიანის უფლებათა დარღვევა აზერბაიჯანის ხელისუფლების მხრიდან, რომელმაც კრიტიკისათვის საპყრობილეში ჩააგდოოპონენტი. ევროსაბჭოს განცხადების თანახმად, მამადოვი ერთადერთი პოლიტიკური პატიმარია, რომელიც აზერბაიჯანის ხელისუფლებამ არ გაათავისუფლა ევროსასამართლოს განაჩენის მიუხედავად. ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა ბაქოს ნოემბრის ბოლომდე მისცა პოლიტპატიმრის გათავისუფლების ვადა. წინააღმდეგ შემთხვევაში საქმე განსახილველად მეორედ გაეგზავნება ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG