Accessibility links

ვიქტორ იანუკოვიჩის სასამართლო დეკემბრისათვის გადაიდო


უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის, სასამართლო პროცესი 4 დეკემბერს გაიმართება, ეს გადაწყვეტილება მოსამართლემ მიიღო მას შემდეგ, რაც დამხობილი პრეზიდენტის ახალმა ადვოკატმა, იგორ ლიაშჩენკომ, საქმის გაცნობისათვის დრო ითხოვა. უკრაინის ექსპრეზიდენტი, 5 ივლისიდან აღარ მონაწილეობს უკრაინის ხელისუფლების მიერ ინიცირებულ სასამართლო პროცესში. იანუკოვიჩს ბრალად ედება სამშობლოს ღალატი, უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა და რუსეთის აგრესიის ხელშეწყობა. მას კიევში დაუსწრებლად ასამართლებენ. იანუკოვიჩი პოსტიდან 2014 წლის თებერვალში გადადგა და რუსეთს მიაშურა, მასობრივი საპროტესტო ტალღის ფონზე, რომელიც გამოიწვია მისმა გადაწყვეტილებამ უარი ეთქვა საეტაპო მნიშვნელობის ხელშეკრულების გაფორმებაზე ევროკავშირთან და სანაცვლოდ მოსკოვთან გაეღრმავებინა ურთიერთობა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG