Accessibility links

ყირიმელ თათართა ლიდერი ბრძოლას გააგრძელებს საპატიმროდან განთავისუფლების შემდეგაც


ყირიმელ თათართა ლიდერი, ახთემ ჩიგოზი აპირებს ბრძოლა გააგრძელოს, რათა განთავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები რუსეთში და მოსკოვის მიერ ანექსირებულ ყირიმში. ამის თაობაზე ჩიგოზმა განაცხადა საპატიმროდან მისი გაშვების მეორე დღეს. „ბრძოლის პირობები შეიცვალა, მე ციხეშიც ვიბრძოდი და ახლა, დარწმუნებული ვარ, ბრძოლისათვის მეტი საშუალება მომეცემა. ეს განაცხადა ჩიგოზმა ჩვენს რადიოსთან საუბრისას. ის და ყირიმელ თათარმა მეორე ლიდერი, ილმი უმეროვი რუსეთის საპატიმროდან 25 ოქტომბერს გაათავისუფლეს თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოანის მონაწილეობით მიღწეული გარიგების შემდეგ. მათ რუსეთი დატოვეს და გაემგზავრნენ თურქეთში, საიდანაც უკრაინაში აპირებენ ჩასვლას. ევროპის კავშირი მათ განთავისუფლებას მიესალმა და მოითხოვა სხვა, ყირიმსა და რუსეთში„უკანონოდ დაკავებული პირების განთავისუფლება“.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG